გვერდები

eTwinning ტრნინგი - პროექტის მართვა /მენეჯმენტი (2020)



დღე I

 eTwinning-ის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი ტრენინგის რეფლექსია

( 10.12.2020 )

დავესწარი ტრენინგ-მოდულს: ,,პროექტის ეფექტურად მართვა eTwinning-ის ეთვინი გის პორტალის სივრცეში.

ტრენინგის დასაწყისში ტრენერმა შემოგვთავაზა ერთმანეთი გაგვეცნო ინსტრუმენტის, padlet.com-ის გამოყენებით. შემდეგ მოხდა ტრენინგის გეგმის წარდგენა/გაცნობა; ასევე  გავეცანით 6 საფეხურიან გეგმას; განვახორციელეთ პრაქტიკული მუშაობა სადაც შევქმენით პროექტის გეგმა ; Google Forms-ში შევქმენით კითხვარი (თუ როგორ შევაგროვოთ საჭირო ინფორმაცია პარტნიორებზე);  Google map-ში  შევქმენით  რუკა. ჩვენს მიერ შესრულებული სამუშაოები ავტვირთეთ ტრენერის მიერ მითითებულ  Excel  ის ცხრილში.

ტრენინგი პირველი დღე მეტდ საინტერესო და ნაყოფიერი გამოდგა!

1. ინსტრუმენტი -  padlet.com


2. ინსრტუმენტი - Google Forms


3. ინსტრუმენტი - Google map



დღე II

 eTwinning-ის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი ტრენინგის რეფლექსია
( 11.12.2020 )

ტრენინგის დასაწყისში გავიარეთ რეგისტრაცია, რის შემდეგაც ტრენერის მიერ მოწოდებული მოცემული კითხვების ირგვლივ ვისაუბრეთ,გავუზიარეთ ერთმანეთს გამოცდილებები ეთვინინგ პორტალზე პროექტის განხორციელების შესახებ. შემდეგ ვიმუშავეთ პრაქტიკულად კომუნიკაციის გაფართოების საშუალებებზე, კერძოდ მუშაობა eTwinning ში შეხვედის მოწყობასთან დაკავშირებით. ვიმუშავეთ ბლოგის შექმნაზე. გავეცანოთ რამდენიმე ვებ გვერდს :1. genial.ly- პრეზენტაციის შესაქმნელი გვერდი და შევქმენით პრეზენტაცია; 2.biteable.com -ვიდეოს შესაქმნელი ვებ გვერდი სადაც მოხდა საცდელი ვიდეო რგოლის შექმნა; 3. postermywall.com- პოსტერის შესაქმნელი ვებ გვერდი,სადაც ასევე შევქმენით პოსტერი;



1. ეთვინგ პორტალზე ღონისძიებების მოწყობა




2. ბლოგზე მუშაობა

3. ინსტრუმენტი - genial.ly




4. ინსტრუმენტი - biteable.com



5. ინსტრუმენტი
- postermywall.com




დღე III

 eTwinning-ის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი ტრენინგის რეფლექსია

( 12.12.2020 )

საორგანიზაციო საკითხების მოგვარების შემდეგ ტრენერმა გაგვაცნო დღის გეგმა, რომლის მიხედვიტაც განვახორციელეთ შემდეგი აქტივობები: 1.გავეცანით tricidre.com - გამოკითხვის ფორმის შედგენის ერთ-ერთი საშუალება.  2. ასევე გავეცანით  ვებ გვერდს. emaze.com -s, სადაც შევქმენით პრეზენტაცია; 3. განვიხილეთ issuu.com - სადაც საშუალება გვაქვს ავტვირთოთ ჩვენ მიერ მომზადებული პრეზენტაცია,წიგნი…. მრავალი რესურსი საჭიროებისამებრ; 4. ვიმუშავეთ თვინსპეისზე და ჩავერთეთ დაგეგმილ ივენთში; გავეცანით ივენთში მუშაობის დეტალებსაც; დღევანდელი დღე, როგორც წინა დღეები, საკმაოდ ნაყოფიერი გამოდგა, რისთვისაც დიდი მადლობა ტრენენრს!

6. ინსტრუმენტი - tricider.com

7. ინსტრუმენრი - emaze.com



დღე IV

 eTwinning-ის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი ტრენინგის რეფლექსია

( 13.12.2020 )

ტრენინგის დასაწყიეში გავიმეორეთ წინა დღეებში გავლილი მასალა. შემდეგ ჩავერთეთ დაგეგმილი ივენთი.გავეცანთში. ამ ტრენი გზე გავეცანით რამოდენიმე ახალ ინსტრუმენტს, კერძოდ voki.com,რომელელიც არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა ავატარების შესაქმნელად და ამის საშუალებით განსხვავებული აქტივობების დასაგეგმად. შემდეგი - quizlet.com, რომელსაც იყენებენ ქვიზების შესაქმნელად და ასევე ფლეშქარდების, რომლებიც ძალიან კარგად გამოიყენება მრავალგვარი თვალსაჩინოების სახით. ტრენინგის ბოლოს კი გავიარეთ ბლოგი, მასში მასალის განთავსების ელემენტები. ტრენინგი ნაყოფიერი იყო და კიდევ მრავალ ასეთ საინტერესო ტრენინგს ვისურვებდი მომავალში.

1. ინსტრუმენტი - voki.com


2. ინსტრუმენტი - quizlet.com



Комментариев нет:

Отправить комментарий